ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს ჩემს შვილთან ერთად მოკვდა ეს ხელისუფლება და ძალოვანი უწყება”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს მის შვილთან ერთდ მოკვდა ეს ხელისუფლება, ძალოვანი უწყება და საზოგადოების ის ნაწილი, რომლიც ტალახს ესროდა მის შვილს.

როგორც სარალიძე აცხადებს, არ ეგონა, თუკი ერთი წლის თავზეც მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები დასჯილები არ იქნებოდნენ.

დღევანდელი დღე იმ ტრაგედიის გაორმაგება და გასამმაგებაა, რაც მოხდა ზუსტად ერთი წლის წინ. ახლა ლაპარაკიც მიჭირს ამ თემაზე იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი დღის სწორს ბოლოჯერ ველაპარაკე ჩემს შვილს დილის საათებში და მას შემდეგ მისი ხმა არ გამიგონია. ამ ერთი წლის განმავლობაში არც მკვლელები არიან დასჯილი და იმის მაგიერ, რომ საქმე სრულყოფილად გამოიძიონ, პირიქით, საზოგადოების ნაწილი, ხელისუფლება და ძალოვანი უწყება მაქსიმალურად ცდილობს ტალახი ესროლოს ჩემს გარდაცვლილ შვილს და პირადად ჩემს ოჯახს.

არ მეგონა თუ ერთი წლის თავზე პასუხისგებაში არ იქნებოდნენ მიცემული ის სადისტი მკვლელები, რომლებიც დღეს საქართველოს ქუჩებში ამაყად დადიან. დარწმუნებული ვარ, ეს პირები კიდევ შეიწირავენ ვინმეს”, – აცხადებს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის  1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სისიხლიან გარჩევას ორი მოზარდის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....