ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს 3 დეკემბერს შეხვდებიან

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 3 დეკემბერს შეხვდება. როგორც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ინტერპრესნიუსს განუცხადეს, შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში შედგება.

გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეყოლება.

 

იტვირთბა....