ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა მითუმეტეს ქალზე და თან ჟურნალისტზე” – ცქიტიშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელსი “რუსთვი2”-ის ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს მიმართავს.

საჯაროდ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, მათ შორის შენი “პროვოკაციული” კითხვების გამოც.

ვიცი შენ ეს ინციდენტი ვერ შეგაშინებს. მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო, ესეც საჯაროდ.

ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, და განსაკუთრებით ქალზე ძალადობა, და ჟურნალისტზე ძალადობა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს მის მიერ დასმული კითხვა” – წერს ცქიტიშვილი.

მის ამ პოსტს რუსთვი2″-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმაც უპასუხა.

 დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი:) იმედი მაქვს შესაბამისი უწყება სრულად გამოიძიებს ამ საქმეს ))ასევე იმედია გასაჯაროვდება იმ კადრების სრული ვერსიაც რომელსაც ახლა დაარბენინებენ კედელ-კედელ ქალბატონი ნანას მხარდამჭერები ))))მადლობა” – წერს გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენეს.

იტვირთბა....