საქართველოში ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის და ამას სერიოზულადაც კი ვერ განიხილავს – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
თავიდანვე ვამბობდით, რომ არეულობის მცდელობა შეიძლება ყოფილიყო, თუმცა იმასაც ვამბობდით, რომ ამის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. ასეთ ინიციატივებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ამას ნაციონალებიც ხედავენ”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩამოყალიბებული და გარკვეული არ არიან, ვის მოუსმინონ – საკუთარ ლიდერს სააკაშვილს თუ საერთაშორისო თანამეგობრობას.
„ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილია რეალობას. ეს არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იყო, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ნდობა. მანდატი პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ვიმუშაოთ, რათა ის საკითხები გადაიჭრას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. მომავალი ორი წელი მუშაობა ამაზე გაგრძელდება. ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არა მხოლოდ არ არის, სერიოზულადაც კი ვერ განვიხილავთ. ის მანდატი განახლდა, რაც „ქართულ ოცნებას“ მინიჭებული აქვს. ამ მანდატით მუშაობას ქვეყნის საკეთილდღეოდ გავაგრძელებთ”, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩვენბის მეორე ტურის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია შედეგს არ ცნობს და ვადამდელ არჩვნებს მოითხოვს.