800 საათზე მეტია, რაც ჰოლანდიის ბეთელის ეკლესია რელიგიურ რიტუალებს უწყვეტ რეჟიმში ატარებს იმისათვის, რომ ოჯახი სომხეთიდან, დეპორტაციისგან იხსნას.
CNN-ის ცნობით, ჰოლანდიაში პოლიციას წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას უფლება არ აქვს ეკლესიაში შევიდეს, ამიტომაც ბეთლის ეკლესიამ ოჯახის დასახმარებლად ამ გზას მიმართა.
წირვა-ლოცვას მონაცვლეობით ასობით პასტორი და მოხალისე ატარებს.
ტამრაზიანების ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვიც ცხოვრობს, ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდა. მათ პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ვერ მოახერხეს.
ჰოლანდიის კანონმდებლობაში არსებობს პირობა დეპორტაციისგან იმ ბავშვთა ე.წ. შეწყალების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ეს პირობა ამ ოჯახის შანსია დეპორტაციისაგან თავის ასარიდებლად.