საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელურ ტელეარხ i24News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი საქართველოს პარტნიორი და მოკავშირეა.
ჩვენ ძალიან მჭიდრო და ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ისრაელი ყოველთვის მხარს გვიჭერდა. ისრაელსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ. ეს ორი პატარა ქვეყანაა, რომელსაც უწევს თავისი დამოუკიდებლობის დაცვა. საქართველოს ისტორია ყოველთვის იყო ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება და დაცვა. საქართველოს დასჭირდება ძლიერი პარტნიორები თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის და ეს ის სფეროა, სადაც შეგვიძლია ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.