ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

„ევროპული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. როგორც პარტიის წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, განხილვის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია.

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ძალიან მძიმედ. იყო უამრავი დარღვევა, მოსყიდვა უპრეცედენტო მასშტაბით საქართველოს ისტორიაში, ძალადობა, იყო ამომრჩევლის ნებაზე ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით გავლენის მოხდენა ხელისუფლების მხრიდან. სხვათა შორის, ეს ყველაფერი სწორედ ასეთად შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მეორე ტურის მერე, არის ისეთი, რომ გვყავს ვითომ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას. ბუნებრივია, ეს ითხოვს ყველა პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალისგან კონკრეტულ რეაგირებას. სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ლიდერი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრია. გვექნება საუბარი ამ მძიმე ვითარებაზე. ასევე იმ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა შევიმუშაოთ, რათა მომდევნო დღეებში გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იტვირთბა....