არჩევნები ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბურჯანაძე – მე პატივს ვერ ვცემ ადამიანს, რომელიც 5 კილოგრამი კარტოფილის ფასად ყიდის საკუთარ ხმას

“აბსოლუტური უმრავლესობა  ხმების, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს, ეს იყო მიშას საწინააღმდეგო და სამწუხაროდ, ხუთ კილოგრამ კარტოფილსა და ხახვზე გაყიდული ხმები. მე ვერ ვცემ პატივს ადამიანს, რომელიც თუნდაც მე დამიჭერს მხარს და ამის ნაცვლად 20 ლარს ან 5 კილოგრამ კარტოფილს აიღებს”, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანის საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.

იტვირთბა....