aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი ციტატა

უსუფაშვილი – მეორე ტურის შეფასებისას საერთაშორისო საზოგადოებამ აჩვენა ხელისუფლებას ყვითელი ბარათი

“პირველი ტურის დროს ხელისუფლებას ხალხმა აჩვენა ყვითელი ბარათი. მეორე ტურის შეფასებისას კი საერთაშორისო საზოგადოებამ აჩვენა ხელისუფლებას ყვითელი ბარათი. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ვინმე უარს იტყვის. ზურაბიშვილი აღიარებულია და იქნება ქვეყნის პრეზიდენტად, მაგრამ ის კამპანია და გზები და მეთოდები, რაც ამ პროცესში იქნა გამოყენებული, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ცალსახად არის მიუღებლად იიმ სტანდარტებისთვის, რაზეც საქართველომ თავად განაცხადა თანახმობა”, – ასე შეაფასა “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ, სადაც საუბარი იყო არჩევნების დროს სხვადასხვა დარღვევებზე.

იტვირთბა....