“ეს ხალხი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად დემოკრატიული მანდატი არ ექნება საქართველოს მომავალ პრეზიდენტს. როდესაც მოსყიდვაა მწყემსად მიყვანაა არჩევნებზე, ეს არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. “ევროპულ საქართველოს” ხვალ ექნება პოლიტსაბჭოს სხდომმა და იქ ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. რაც შეეხება ლეგიტიმურობას, ეს არაა საერთაშორისო დამკვირვებლების ამოცანა. ფიზიკურად ამაზე ღია შეფასებები რაც გაკეთდა, ვერ იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებში. აქ იყო დაშინება, მოსყიდვა და სხვ. უამრავი დარღვევა, მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულებიც”, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ საპრეზიდენტო არჩევნები გადაცემაში “რეაქცია”.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.
“ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტოა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ხოლო კვირას თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვას აპირებს.

