არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი – ზურაბიშვილს მოუწევს დიდი ძალისხმევა, რომ შეძლოს და იყოს უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე პრეზიდენტობის კანდიდატი

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი გადაცემაში “რეაქცია” აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ბრძოლა წესების გარეშე.

“გუშინდელი არჩევნები იყო ბრძოლა წესების გარეშე, სადაც მხარეებმა გამოიყენეს ყველა საშუალება, რაც კი ხელში აღმოაჩნდათ, იყო ეს კანონიერი თუ უკანონო, მორალური თუ ამორალური. მივიღეთ შედეგი, რომ საქართველოს დიდმა ნაწილმა სააკაშვილის საწინააღმდეგო არჩევანი გააკეთა და სულ ერთი იყო ვისი გვარი იქნებოდა იქ შემოხაზული. შედეგად მივიღეთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე საქმიანობის შეუდგა სერიოზული მინუსით, მას მოუწევს დიდი ძალისხმევა, რომ შეძლოს და იყოს უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე პრეზიდენტობის კანდიდატი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.

იტვირთბა....