გადაცემაში “რეაქცია” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
“იმხელა სხვაობაზე ვსაუბრობთ და ყველა დამკვირვებელი ამას ამბობს, რომ წარმოუდგენელია რაიმეს ისეთი გავლენა მოეხდინა, რომ ამხელა სხვაობა დაფიქსირებულიყო. რაც შეეხება საარჩევნო დარღვევებს, როგორც პირველმა, ასევე მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა – ფიზიკური დაპირისპირებისა და განსაკუთრებული ექცესების გარეშე. რაც შეეხება გარკვეულ ერთეულ შემთხვევებს დარღვევებისა, ამ ყველაფერზე ერთის მხრივ იყო მყისიერი პასუხი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ცენრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან. არჩევნების ლეგიტიმურობაზე არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ კითხვები არ დასმულა და ვერც დაისმება, იმდენად მკაფიოა ქართველი ამომრჩევლის ნება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.

