არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩუგოშვილი – არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის ნება მკაფიოა და არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია.

როგორც გადაცემაში “რეაქცია” ჩუგოშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი პოლიტიკური დაძაბულობის უკან მოტოვებასა და მუშაობას აპირებს.

“იმაზე მკაფიო გადაწყვეტილება მიირო ამომრჩეველმა ვიდრე ვინმე და პირადად მე მოველოდი. ჩვენმა კანდიდატმა დიდი უპირატესობით მოიგო და ქართველი ხალხის ნება მკაფიოა. ის, რაც დღეს “რუსთავი 2-ის” ეთერიდან ისმოდა ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამბობს იმას, რომ არჩევნების ხალხის ნებაა ასახული. არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ეს არჩევნები. ვაპირებთ მუშაობას. ქვეყანამ დიდი მძიმე ფორმებით წარმართული პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდი გამოიარა.

ძალიან ბინძური კამპანიის პერიოდი, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა აირჩიეს. ვაპირებთ ამ პოლიტიკური დაძაბულობის უკან დატოვებას. არჩევნები ჩატარებულია. ახლადარჩეულ პრეზიდენტს მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ. ჩვენი კანდიდატის მილიონზე მეტ ამომრჩეველს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს – კარტოფილი, ხახვი, არ ვიცი რა არ ეძახეს. გუშინაც და დღესაც საქართველოს მილიონზე მეტ ამომრჩეველს ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებდნენ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.

დამარცხებული კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, “ძალა ერთობაშია” არ აღიარებს საპრეზიდენტო შედეგებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს.

იტვირთბა....