aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მაჭუტაძე – საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს გუშინდელი ანტიარჩევნების შედეგებს

„მადლობა საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა საზოგადო მოღვაწეს და განსაკუთრებით გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ჩვენი მომავალი და გავათავისუფლოთ სახელმწიფო. დღეს გვაქვს ასეთ მოცემულობა, ოლიგარქსა და კრიმინალურ პლანებს ყავს თავიანთი ანტიპრეზიდენტი, ქართველ ხალხს ყავს თავის პრეზიდენტი, ეს კაცი და ეს ადამიანი არის გრიგოლ ვაშაძე. გაერთიანებული ოპოზიცია და საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს გუშინდელი ანტიარჩევნების შედეგებს. თქვენი დაკვეთით, თქვენი მოთხოვნით გადავწყვიტეთ, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდეს და არ გაჩერდება. მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ ფილარმონიაში განაცხადა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.

იტვირთბა....