არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ვაშაძისგან არა მოლოცვას, არამედ არჩევნების შედეგების აღიარებას ველოდები

„მადლობელი ვარ მოქმედი პრეზიდენტის, რომ გამოთქვა მზადყოფნა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დალაგებულად მოხდეს ადმინისტრაციული გადაბარება, ძალიან დემოკრატიული მიდგომაა“, – ამის შესახებ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, სალომე ზურაბიშვილმა TV-პირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის ოპონენტისგან, გრიგოლ ვაშაძისგან არა მილოცვას, არამედ არჩევნების შედეგების აღიარებას ელოდება.

„ვაშაძისგან ველოდები არჩევნების შედეგების აღიარებას, როცა შევხვდით სადამკვირვებლო მისებს, და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოების წარმომადგენლებს, მათი კითხვა იყო, მზად ხართ თუ არა აღიაროთ შედეგები, დამარცხების შემთხვევაში, მე ჩემი მზადყოფნა გამოვაცხადე, თუმცა ამის მზადყოფნა არ არის გრიგოლ ვაშაძისგან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ ემსახურება ქვეყანაში სტაბილურობას. „მისი განცხადებები უშედეგოა, სამწუხაროა, რომ კიდევ კეთდება ასეთი განცხადებები, მაშინ, რომ ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი, ნათლად, დემოკრატიულად და მშვიდობიანად“, – დასძენს სალომე ზურაბიშვილი.

იტვირთბა....