“ნიკა გვარამიამ ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი ახლა უკვე ნაცმოძრაობის ღალატიც ჩამიდენია თურმე”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელში წერს.
ნათელაშვილის აზრით, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის უსუსურობის გამო პრეზიდენტის პოსტი “ხონჩით მიართვეს რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ქალბატონს”.
“ნიკა გვარამიამ ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი ახლა უკვე ნაცმოძრაობის ღალატიც ჩამიდენია თურმე, რადგან მათი მხარდაჭერილი და თავიდანვე უსუსური კანდიდატურა ვერ გაიყვანეს პრეზიდენტად, რის გამოც ეს უმაღლესი პოსტი ხონჩით მიართვეს რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ქალბატონს. ხომ ვეუბნებოდი უპირველესად მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, რომ დაეჭირათ მხარი ჩემთვის რის შედეგადაც პირველივე ტურში დავამთავრებდი ივანიშვილის რეჟიმს. მომისმინეს?მეტი არაა ჩემი მტერი.მთელი წინასაარჩევნო კამპანია, ედისონ რისერჩის რეიტინგები აეწყო ჩემს წინააღმდეგ, რომ მესამე ადგილზეც კი არ გავსულიყავი და იქ სავალდებულო წესით წამოეჭიმათ უსახური დავით ბაქრაძე, რომლის მომხრე ეპოქა გავიდა და ვერ ვნახე. თვითონ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი პირდაპირ მოუწოდებდა ამომრჩეველს ჩემზე არ მოეცათ ხმა, რადგან ნულოვანი რესურსი მქონდა თურმე. თუ ასე იყო აბა რას მემდურიან,ნულოვანის იმედზე როგორ იყვნენ? რეალურად კი ვინც წავიდა ჩვენი მომხრე არჩევნებზე თითქმის უმრავლესობამ ვაშაძე შემოხაზა.მეტი რა უნდა მექნა.მე ვერ დავავალდებულებდი ჩემს ამომრჩეველს სავალდებულოდ გამოცხადებულიყვნენ უბნებზე რადგან ჯერ ერთი, ისინი ზოგჯერ ჩემთვისაც კი არ მოდიან ხმის მოსაცემად თუმცა რჩებიან მომხრეებად (უცნაურია მაგრამ ქართულია) მეორე, მე ეს ამომრჩეველი განსხვავებით ზოგისგან არ მიყიდია,ისინი იდეის გამო მომყვებიან 25 წელია და როგორ გინდა დაარწმუნო ბევრი მათგანი, რომ ნაცი ან ქოცი მხარდასაჭერია და მესამე მხარი რომ დამეჭირა ან ერთი ან მეორე კანდიდატისთვის ხომ ატყდებოდა ისტერიკა რომ ფული ავიღე და ხმები გავყიდე? მოკლედ იგივე სიმღერა.ამ სისულელეების ბჟუტურს და საკუთარი ცოდვების სხვაზე ანუ ჩემზე გადაბრალებას სჯობს გაიცნობიერონ ერთი მარტივი ჭეშმარიტება——-სანამ ივანიშვილის რეჟიმთან მთავარი კონკურენტი იქნება ნაცმოძრაობა,ბოკერია და სხვები ოლიგარქი არჩევნებს ყოველთვის მოიგებს. საერთოდ კი ჩემზე ყველაფრის გადმობრალება საზოგადოების ავადმყოფმა ნაწილმა უკვე პროფესიად აქცია,ჯერ იყო და ასლან აბაშიძე გადამემტერა, რომ მხარი არ დავუჭირე პარლამენტში უმრავლესობით მოსულიყო,მერე რჩეულიშვილი მაბრალებდა რომ პრეზიდენტი ვერ გახდა,შემდგომ ნაცმოძრაობა მაბრალებდა შევარდნაძესთან ალიანსს,მერე დამბრალდა სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობა და გაპრეზიდენტება,2007 წელს უკვე გრეჩიხას არ გაპრეზიდენტება ავიკიდე ცოდვად,მერე ივანიშვილს პოლიტიკაში შემოსვლა შემრაცხეს გადაცდომად დღეს უკვე ვაშაძეც ჩამიჩეხია საპრეზიდენტო მარათონიდან. ვაი თქვენს პატრონს,წადით, იმკურნალეთ”.
ნიკა გვარამიამ პროკურორობისას ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი ახლა უკვე ნაცმოძრაობის ღალატიც…
Gepostet von Shalva Natelashvili am Donnerstag, 29. November 2018