არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, რომ მხარი ჩემს ნაცვლად ვაშაძეს დაუჭირა”

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილის თმით საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა, რადგან ადგილი ჰქონდა ხმების  გაყალბებას.

ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას და ამომრჩევლის ისტორიაში არნახული მასშტაბის მოსყიდვას. შეგვიძლია, მივულოცოთ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, მხოლოდ ქარიზმატული (როგორადაც თვითონ მოიაზრებს თავს) ლიდერი შეძლებდა მტვრობასთან დაპირისპირებას.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა განაცხადა, მან შესთავაზა სააკაშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნათელაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ასე არ მოხდა და ვაშაძისთვის მხარდაჭერით ქვეყანა ისევ ბიძინა ივანიშვილს დაუტოვეს ხელში.

ჩემი არჩევა 24 საათში დაასრულებდა ოლიგარქიულ-კრიმინალურ რეჟიმს და ქვეყანა ავიდოდა იქ, სადაც მისი ადგილია“, – თქვა ნათელაშვილმა.

მისი აზრით ერთადერთი გამოსავალი იქნება ორ თვეში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

ამის მისაღწევად კი რადიკალური გზაა საჭირო – მასობრივი საპროტესტო აქციები და ივანიშვილისთვის უცხოურ ბანკებში ანგარიშების გაყინვა.

ან მოქმედება, როგორც დიდი ილია ამბობდა, ან ის ჭაობი, რომელშიც ჩვენ ვართ. მე ვფიქრობ, მოქმედება არის ქართველი ხალხის ისტორიული ფუნქცია“, – თქვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატ სალომე ზურაბიშვლსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ქონდათ. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 59,52% გახდა. გრიგოლო ვაშაძეს კი ხმების 40,48% ერგო.

იტვირთბა....