უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, პუტინს აზოვის ზღვის ოკუპირება სურს მისი შეჩერება მხოლოდ დასავლეთის ერთობას შეუძლია.
ამიტომაც, პოროშენკო ნატოსა და მის წევრ გერმნიას, საბრძოლო ხომალდების გაგზავნას სთხოვს. მისი თქმით, გერმანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა.
“ვერ შევეგუებით რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. თავიდან იყო ყირიმი, შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა აზოვის ზღვა სურს. გერმანიამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რას გააკეთებს პუტინი შემდეგ, ახლა თუ არ შევაჩერეთ?” – თქვა პოროშენკომ.