არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვაშაძისგან მოლოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები

„ვაშაძისგან სამწუხაროდ, მოლოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება უკვე მიულოცა ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ელოდება, რომელიც არგენტინაშია, მაგრამ წერილობით უკვე მიულოცა.

„ლიეტუვის ქალმა პრეზიდენტმა გამარჯვება ღამით „ტვიტერით“ მომილოცა. დაველოდები, შეთანხმებულია, რომ უნდა დარეკოს. საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ველოდები, რომელიც არგენტინაშია, მაგრამ წერილობით უკვე მომილოცა. ასევე განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, არჩევნებსი 59.52 პროცენტით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მისმა მოწინააღმდეგემ, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48 პროცენტი მოაგროვა.

იტვირთბა....