სხაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით, ახლანდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს
მისივე თქმით, ამ თემაზე საზოგადოებას უნდა ჰკითხონ, რადგან ბევრი საინტერესო აზრი გაჩნდება.
„მარტო სალომე ზურაბიშვილისთვის არ არის მისაღები, რომ უფრო მოკრძალებული აპარტამენტი ჰქონდეს პრეზიდენტს, ეს საერთოდ ჩვენთვის ყველასათვის მისაღებია, ვინაიდან პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. არსებულ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, ვფიქრობ, საინტერესო აზრები ბევრი გაჩნდება. პრეზიდენტის სასახლის თემას შინაარსი არ შეცვლია, არ არის მისაღები საზოგადოებისათვის, სადაც შეჭირვება საკმაოდ თვალსაჩინოა, ეს მიზეზი ისევ დღის წერიგში დგას და არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგია, რომ ახლანდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.