პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე “მეტრონომთან” საუბრისას არჩევების შედეგებს აფასებს.
როგორც შარაშენიძემ ჩვენთან საუბარში განაცხდა, სალომე ზურაბიშვილი გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებას ვიდრე გიორგი მარგველაშვილი.
არჩევნების მოგება ადმინისტრაციული რესურსების 100%-ით ბოროტად გამოყენებამ, ნაწილობრივ ნაცფობიამ, ვალების განულებამ და ივანიშვილის ფაქტორმა გამოიწვია. მათი პიარი კი ნაცფობიაზე იყო აგებული. აქ სხვა კონსტრუქციული არაფერი იყო ერთადერთი დაპირების გარდა, რომელიც ეხებოდა ვალების ჩამოწერას.
სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არავის შეახვედრებენ საერთაშორისო არენაზე. შეეცდებიან, შეიყვანონ “ბუტკაში” და ეყოლებად ფიგურად, როგორც ქალი პრეზიდენტი. მას დიპლომატებთან შეხება არ ექნება და ამ საკითხზე ძირითადა საგარეო და პრემიერ-მინისტრის აპარატი იმუშავებს. ყველანაირად შეეცდებიან შეკვეცონ. მთავრობა ამ ქალს არ იცნობს და არ იციან რა პრობლემატური პიროვნებაა. უფრო მეტ პრობლემას შეუქნით, ვიდრე არგველაშვილი და ვაშაძე. ვაშაძე რას იზამდა და რას დააშავებდა? ვაშაძე არის ცივილური ადამიანი, რომელიც არანაირად არ არის სააკაშვილის მონა და ეს გამოჩნდა გუშინ, როდესაც მან ცალ ყურში გაატარა ექს-პრეზიდენტის მოწოდება დაუმორჩილებლობაზე. რეალურად ვაშაძე დაეხმარებოდა ამ სახელისუფლებო გუნდს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში. ახლა კი ეყოლებათ ძალინ პრობლემური ადამიანი, ისინი სალომეს კარგად არ იცნობენ. როდესაც სალომეს ასახელებდნენ კანდიდატად, რჩევა უნდა ეკითხათ იმ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ზურაბიშვილის პერიოდში და შეხება ჰქონდათ მასთან. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა გაიტანა თავისი და საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი მაინც დაასახელა. თუ რატომ გაიტანა მისი ამას ერთი ახსნა შემიძლია მოვუნახო – რადგან სალომე ყველაზე ნაკლებად გამონახავს საერთო ენას სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან” – განაცხადა “მეტრონმთან” საუბრისას თორნკე შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატ სალომე ზურაბიშვლსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ქონდათ. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 59,52% გახდა. გრიგოლო ვაშაძეს კი ხმების 40,48% ერგო.