არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეენკო: პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც უნდა იყოს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა

“ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რა კონსტიტუციური წყობაც უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა”, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა.

“აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში და ყველა შეფასებით ასე ჩანს, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში. თუ იყო ცალკეული დარღვევები, შესაბამისი პროტოკოლით მოხდება ამის შესწავლა და რეაგირება. ჩემთვის ყველაზე უფრო მთავარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად, მღელვარების გარეშე და გამჭვირვალედ. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა საბოლოო შედეგები ალბათ, ფორმალურად, დღის განმავლობაში იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩევლის ხმათა 99.92% დათვალა, შედეგად კი “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ხმათა 59.54% (1147106 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია -“ძალა ერთობაშიას” კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.46 % (779614 ხმა).

ამ დროისთვის 275 უბნიდან დათვლილია 3691 + 11 უბანი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

 

იტვირთბა....