“გვარამია, როგორხაარ?”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის შედეგებს.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ხმების 99 პროცენტი დათვლილია და 59,54 პროცენტით, 40, 46 პროცენტზე “ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.