არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ბაქრაძე:საარჩევნო პროცესი იყო მძიმე, რომელიც დარღვევებს შეიცავდა

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი იყო მძიმე, რომელიც დარღვევებს შეიცავდა.

„მადლობა ამომრჩეველს, გაზრდილი რისკის პირობებშიც გამოჩნდა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა რისკის შემცველია. საარჩევნო პროცესი იყო მძიმე და მძიმე დარღვევებს შეიცავდა. შუა პერიოდში ხელისუფლებამ გამოიყენა მოსყიდვა, ზეწოლა, უკან გადადგმული ნაბიჯია. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ველოდებით ცესკო-ს საბოლოო გადაწყვეტილებასა და საბოლოო შეფასებას ამის შემდეგ გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

იტვირთბა....