არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო: “12 საათის მონაცემებით არჩევნებზე 648 551 ადამიანი მივიდა”

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 648 551 ამომრჩეველია.

პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 12:00 სთ-ის მონაცემებით შეადგინა 15.95%, რაც რაოდენობრივად იყო 558 755 ამომრჩეველი.

მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომ და  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

იტვირთბა....