გერმანული გამოცემა “დოიჩე ველე” ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრებას მხარი საფრანგეთმა და გერმანიამ არ დაუჭირეს.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ბრიუსელში ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ევროკავშირის თავმჯდომარე ავსტრიამ მოთხოვა.
ინიციატივას მხარი ესტონეთმა და პოლონეთმა დაუჭირეს, თუმცა პარიზისა და ბერლინის წარმომადგენლები წინააღმდეგ წავიდნენ.
საფრანგეთმა და გერმანიამაც, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს, თუმცა ბერლინსა და პარიზში განაცხადეს, რომ ასეთ ნაბიჯებს შორის სანქციების გამკაცრებას არ მოიაზრებენ.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.