არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო: “არჩევნები მონაწილეობა უკვე 255 251-მა ამომრჩეველმა მიიღო”

ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე 255 251-მა ამომრჩეველმა მიიღო. ცესკოს წარმომადგენლის, ანა მიქელაძის განცხადებით, პირველ ტურზე 10 საათის მდგომარეობით ხმა 215 294 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული.

ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი. ამასთან, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ელექტრონულადაც, რაც კენჭისყრის შენობაში აკრძალულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

 

იტვირთბა....