არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში კომისიის წევრები და დამკვირვებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაურით დაიწყო საარჩევნო პროცესი აჭარაში. ინციდენტი ბათუმის მეშვიდე საარჩევნო უბანზე მოხდა. ერთმანეთს კომისიის წევრები და დამკვირვებელი დაუპირისპირდნენ. ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ნომერ 7-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.

მიზეზი დამკვირვებლის სურვილი იყო, რომ ის საარჩევნო უბნის შესასვლელ კარში, სადაც რეგისტრატორი დგას, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება. კომისიის წევრები დამკვირვებელს ადანაშაულებდნენ, რომ ის იწერდა ამომრჩევლების პირად მონაცემებს, თუმცა ეს ინფორმაცია დამკვირვებელმა უარყო.

დაპირისპირება ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. ბათუმში, პირველ ტურთან შედარებით,  550 ადამიანით მეტი ამომრჩეველია. ასევე, გაორმაგებულია გადასატანი ყუთების რაოდენობა. ამ დროისთვის სულ 1045 გადასატანი ყუთი. ბაუმში სულ 103 საარჩევნო უბანია გახსნილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

იტვირთბა....