არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი ის ვიცი, რომ საქართველოს ომი არასდროს არ დაუწყია და ის, რომ ძალა ერთობაშია”

მუსიკოსმა ნიაზ დიასამიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის  გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს.

ის ამბობს, რომ საქართველოს ომი არ დაუწყი და ქვეყანა ყოველთვის თავს იცავს რუსული აგრესიისგან.

ერთი ის ვიცი, რომ საქართველოს ომი არასდროს არ დაუწყია და ყოველთვის თავს იცავს. მეორე ის ვიცი, რომ ძალა ერთობაშია და ეს არის 100-პროცენტიანი და ეს ერთობა არ ნიშნავს რაღაც ნახევრის ერთობას. საბოლოო ჯამში, მთელი ერის ერთობაა ერთი დიდი მიზნისთვის, რომ ეს ჩვენი სამშობლო იყოს უფრო კარგი და ჩვენი შვილებისთვის,“ – განაცხადა ნიაზ დიასამიძემ.

ნიაზ დიასამიძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

დიასამიძის თქმით, ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

იტვირთბა....