“ძალიან მინდა, ცოტა ხნით მაინც, დავუბრუნდე აკადემიურ საქმიანობას”, – ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე: სად მიდის პრეზიდენტი საბედისწერო სასახლიდან, განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობა ბევრად განსხვავებულად წარიმართა, ვიდრე ის მოელოდა.
“ლექციებს წავიკითხავ, სავარაუდოდ, ჯიპაში ან სადმე სხვაგან. მე ხომ მანამდეც პოლიტიკის ფილოსოფიასა და პოლიტიკის სწავლებაში ვიყავი, მაგრამ მანამ ჩემი სწავლება უფრო თეორიული იყო. ახლა, როცა ვუბრუნდები ამ თემას, მას შემდეგ რაც ვიყავი უმაღლეს თანამდებობებზე, მაქვს ექვს წლიანი გამოცდილება, უფრო საინტერესოდ ჩანს ეს ყველაფერი და ვგრძნობ, რომ ლექციებით ან რაიმე ფორმით, გასაზიარებელი მაქვს. მინდა ცოტა ხანი ამ მიმართულებით ვიმუშაო” – განმარტა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში კვლავ დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაპრი მისთვის მომხიბლავი არ იყო.
“ვნახავ რა პოლიტიკური ლანდშაპტი იქნება.. სულ სხვანაირად წავიდა პრეზიდენტობა, მე რაც მეგონა 2013 წელს, რომ ბევრ ცვლილებას განვახორციელებდით, ასე არ მოხდა. გუნდიდან, სერგეენკო, ალასანია, წულუკიანი, სოზარი, აქედან მხოლოდ დარჩა სერგეენკო”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.