არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის აქტივს დაავალა, იქნება თუ არა დარღვევა, საჩივარი მაინც დაწერონ 

“ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თავიანთ აქტივს მისცეს დავალება, რომ იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები.

მდინარაძის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვს საიტი, სადაც უკვე ატვირთულია დარღვევები, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები, და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის და შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ რომ. ერთერთ მათ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა – მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

იტვირთბა....