იაპონიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ნაკრებში მომხდარ ჩხუბს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ ადასტურებს. გიორგი ათაბეგაშვილი „კურიერთან“ საუბარში ამბობს, რომ პირადად ესაუბრა სპორტსმენებს და მათ უარყვეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ინფორმაცია.
ათაბეგაშვილის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ძიუდოს ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას.
ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ის თავად შეხვდება სპორტსმენებს და ისინი განცხდებას გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე სპორტულმა გამოცემამ და ფეისბუქის გვერდმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იაპონიაში მყოფ ქართველ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.