არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საარჩევნო უბანზე რჩებით საკუთარ სინდისთან.. ასეთი დიდი საფრთხის წინაშე დიდი ხანია არ ვმდგარვართ”

წინასაარჩევნო განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ასეთი დიდი საფრთხის წინაშე დიდი ხანია არ მდგარა.

საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან შემოგდებულმა ოლიგარქმა და ასევე რუსეთის ხელდასმით დაყენებულმა კანდიდატმა უკვე გამოაცხადეს, რომ მათ უნდა გაასამართლონ ჩვენი სამხედროები საქართველოს დაცვისთვის, რომ ისინი მზად არიან შექმნან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და მსოფლიოს მიერ აღიარების საფუძველი. ისინი ამტყუნებენ საქართველოს! ამის პარალელურად, ოლიგარქმა დასახა “საქართველოს რკინიგზის“, მთელი ელექტროსისტემის და ყველაფერი დანარჩენის, რაც ჯერ ჯიბეში არ ჩაუდია, ჯიბეში ჩადების და თქვენი საბოლოოდ გაღატაკების გეგმები. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა არ ქნას და მან თავისი გაიტანოს, საქართველოს უკანმოუხედავად დატოვებს კიდევ 1-მილიონი ყველაზე შრომისუნარიანი ქართველი და ისინი უკან ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ამერიკა ერთი თაობის იქეთ არის თავისუფლების დაკარგვამდე. საქართველო არჩევნების ერთი დღის იქეთ არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის საფრთხემდე. ამ საფრთხის შეჩერება თითოეული ქართველის წმიდათა-წმინდა ვალია. ოლიგარქმა ქნა ყველაფერი – მან დაარიგა ხახვი, კარტოფილი, გატყუებთ, რომ გაწერთ საბანკო ვალებს, თუმცა არაფერს არ გაწერთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ – საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი-ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან, საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე. იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მხარეს. თუ თქვენ რეგიონებში მიდიხართ და მანქანაში, “მარშუტკაში“ თავისუფალი ადგილი გაქვთ, გთხოვთ, ის ხალხი წაიყოლეთ ვისაც საშუალება არა აქვს და მათაც მიაცემინეთ ხმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. ხვალ წყდება საკითხი ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ მას ბოლომდე იდებს ჯიბეში ოლიგარქი და მისი პატრონი – რუსეთი. ხვალ არის ერთის მხრივ ხალხის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მეორეს მხრივ, ივანიშვილის, რუსეთის და საქართველოს მტრების კანდიდატი – ეს მოღალატე ქალი. ეს არის არჩევანი! მოდი გვერდზე გადავდოთ ჩვენი წინააღმდეგობები და განსხვავებები. მიდით, ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მომავლის გარშემო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....