ახალი ინიციტივის მიხედვით, ევროკავშირი საზღვრებზე ახალი დაცვის სისტემის ტესტირებას გეგმავს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასულ სტუმრებს საზღვარზე სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ. საუბარია ახალ კომპიუტერულ პროგრამაზე. ანიმაციური კიბერ მესაზღვრე სტუმრებს პასპორტს, ვიზას და სხვა დოკუმენტებს შეუმოწმებს. ასევე, რამდენიმე შეკითხვას დაუსვამს და სპეციალური პროგრამის საშუალებით დაადგენს, იტყუება თუ არა მგზავრი. ამას პროგრამა ადამიანის სახის გამომეტყველების და მიმიკის ანალიზის საშუალებით გააკეთებს.
თუ მგზავრი სიცრუის დეტექტორს წარმატებით გაივლის, მაშინ მას სასაზღვრო სამსახური აღარ შეამოწმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის პროცედურის გავლა მოუწევს.
სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2019 წლიდან ლიეტუვის, უნგრეთისა და საბერძნეთის საზღვარზე ამოქმედდება.
სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა, რომელიც სიცრუის დეტექტორს და ანიმაციურ პოლიციელს აერთიანებს, პროექტ iBordedControl-ის ნაწილია, რომლის მიზანიც ევროკავშირში სასაზღვრო კონტროლის პროცედურების გაიოლება და დაჩქარებაა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყოველწლიურად 700 მილიონი ადამიანი სტუმრობს.