Sport ახალი ამბები მთავარი

იაპონიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ერთმანეთში იჩხუბეს

ოსაკას “დიდ მუზარადზე” ჩვენი ძიუდოისტების ნაწილის გამოუსვლელობის მიზეზი საქართველოს ნაკრების წევრებს შორის მომხდარი ჩხუბია.  ინფორმაციას “ლელო” ავრცელებს.

“ლელოს” გარდა უთანხმოებაზე წერს ფეისბუქ-გვერდ “we love judo”.

“უკვე რამდენიმე ადამიანი ღიად საუბრობს ძიუდოს ფორუმებზე, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რამაც ტურნირზე გამსოვლაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. ეს ამბავი ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, სანამ სანდო წყარომ არ დამიდასტურა.

მორალის კითხვის დაწყებას არ ვაპირებ და რამენაირად თვითონ მოგვარდნენ ამ ამბავში. უბრალოდ, ეს ამბავიც თუ მიჩქმალა ძიუდოს ფედერაციამ და რაიმე არ მოიმოქმედა ამ უტოპიის დასასრულებლად, მაშინ…არ ვიცი რა, კომენტარის გაკეთების ღირსიც არ არის ის კოშმარი, რაშიც ახლა ვართ”, – წერს გვერდი.

დაპირისპირებაზე წერს კიდევ ერთი სპორტული გამოცემა “sportall.ge”. სპორტული ვებ-გვერდის ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი სხვა ძიუდოისტებმა ცემეს. ვებ-გვერდის წყაროს ინფორმაციით, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ბოლო პერიოდში ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს, რა დროსაც შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა დანარჩენ ძუდოისტებს მხარი არ დაუჭირეს.

 

იტვირთბა....