სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შსახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ჭილაიას და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.