ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

კარასინი: “ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სააგენტო “რია ნოვოსტისთან” განაცხადა, რომ  ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა, რომლის მიზანია, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების ამკაცრება

მიზნები გასაგებია – უკრაინის „შეფხიზლება“ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით, დასავლეთის ანტირუსული განწყობების მობილიზება, ანტირუსული სანქციების გამკაცრება“, – განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, როგორც ჩანს, ამგვარ ვითარებაში პოროშენკო უფრო მარტივად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....