ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკრაინას ამ მდგომარეობითა და პოლიტიკური ელიტით შანსი არ აქვს რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს”

ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქმედებები მის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა, ამასთან, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს.

ეს მოქმედებები უკავშირდება რუსეთის შიდა პოლიტიკას. მოგეხსენებათ, პუტინის რეიტინგი დაეცა. სამწუხაროდ, უკრაინას ამ მდგომარეობითა და პოლიტიკური ელიტით, თითქმის არ აქვს შანსი, რამე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. შევხედოთ ერთ ცოტა კომიკურ ფაქტს – უკრაინას დღემდე არ გაუწყვეტია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ, როდესაც რუსეთმა მას პირდაპირ წაართვა ტერიტორია. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა უფრო რბილი შემთხვევა იყო, აღიარა ჩვენი ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მაშინვე გავწყვიტეთ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. საერთოდ, დსთ-დან უკრაინა რამდენიმე თვის წინ გამოვიდა“ – განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები მიანიშნებს, რომ უკრაინის მოქმედ პოლიტიკურ ელიტას ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.

„სამწუხაროდ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენგან ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა და ჩვენს კონტექსტში ამ ფაქტს არ განვიხილავდი. თუ  აგრესია შერჩა და ამის შანსი სამწუხაროდ, უკვე არსებობს, რადგან უკრაინის პოლიტიკური ელიტა ძალიან სუსტი და უუნაროა, ეს რუსეთს კიდევ უფრო გაათამამებს და გაათავხედებს და ამ კუთხით არის ცუდი“, – თორნიკე შარაშენიძემ.

 

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....