თბილისში, მრგვალ ბაღში” ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ძალადობრივი რეჟიმის შესაძლო დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.
მათივე თქმით, 2004-2011 წლებში ციხეში საქართველოს 330 000 მოქალაქე მოხვდა, 52 ადამიანი კი დაკავებისას მოკლეს.
“აქციის მიზანია დავანახოთ ხალხს, ამდენი ახალგაზრდა ვართ იმ აზრზე, რომ არ შეიძლება მოძალადეს დაუბრუნდეს ძალაუფლება. ეს არის აქციის მთავარი მიზანი. ჩვენ გავაკეთეთ ვიდეოები და სოციალურ ქსელში გავავრცელეთ, სადაც ხალხს შეუძლია ნახოს სტატისტიკური მონაცემები, რათა გაიხსენონ, რა კვალი დატოვა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა. ეს სტატისტიკა ნათლად ასახავს, რომ ამ ადამიანებს და ამ პოლიტიკურ ძალას არ შეიძლება დაუბრუნდეს ძალაუფლება”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როინ წერეთელმა. აღნიშნული აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტს დამოუკიდებლად გამოხატავენ.
“მრგვალ ბაღში” გამოკრულია ბანერები, სადაც 2004-2018 წლებში ციხეებში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა წლებისმიხედვითაა ასახული.
წყარო: ipn.ge
ფოტოს ავტორი: თამთა კაკაურიძე