არქიმანდრიტ იოანეს განცხადებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
“მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში”, – განაცხადა არქიმანდრიტმა საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ.
შეგახსენებთ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება.