“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ევროპული ყაიდის.
რაც შეეხება პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საკითხს, ზურაბიშვილი აცხადებს რომ ეს საკითხი გამოძიების საქმეა.
„რამდენადაც ვიცი, ეს არის გამოძიებისა და პროკურატურის საქმე, რომელიც უთუოდ უნდა გამოიძიონ. ჩემი იმედი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ერთმანეთის ბრალდებებიდან, რომ აყალბებ-ვაყალბებ-აყალბებთ და ასე შემდეგ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ეს ქვეყანა ამის ღირსია და ამისთვის მზად არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ნორმალური ევროპული ყაიდის არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.