სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 03 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, ბეთანიის, ბზიფის, მარტყოფის და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.