არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: სააკაშვილის ნათქვამი, რომ ერთ თვეში მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, “ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ექს-პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ერთ თვეში ან უფრო ადრე მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია.

კაპანაძის აზრით, ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„მთავარი ამოცანაა, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. ამის შემდეგ ოპოზიციის სტრატეგია უნდა იყოს, რომ ჯერ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს და ამის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. შეიძლება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც იყოს და ეს 2020 წელსაც მოხდეს. არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი ესაა. „ქართულ ოცნებას“ მზარდი ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს, რაც არჩევნებმა აჩვენა და საუბარი იმაზე, რომ ერთ თვეში ან უფრო ადრე მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია. ერთადერთი სწორი გზა ესაა”, – განაცხადა კაპანაძემ.

იტვირთბა....