არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: სალომე რომ კაცი ყოფილიყო, მის პირად ცხოვრებაზე ასეთივე ენთუზიაზმით არ იჭორავებდნენ

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ზურაბიშვილი რომ კაცი ყოფილიყო, მის პირად ცხოვრებაზე ასეთი დიდი ენთუზიაზმით არ ისაუბრებდნენ ოპონენტები.

“სალომე რომ კაცი ყოფილიყო, მის პირად ცხოვრებაზე ასეთივე ენთუზიაზმით მისი ბინძური ოპონენტი არ იჭორავებდა იმ საზოგადოებაში, სადაც ქალის ღალატია მხოლოდ პრობლემა. კაცს მთავარია “ცოლი არ გეექცეს, – წერს ჩერგოლეიშვილი.

გარდა ამისა, ჩერგოლეიშვილი განმარტავს, თუ რატომ აძლევს ხმას გრიგოლ ვაშაძეს:

“მაგას ცოლი გეექცა” ახალ ხარისხში ავიდა – ეს გამწარებული ქალი ნაციონალური არხის დირექტორი არ ყოფილა. თავს იმით თუ დავიმშვიდებთ ვაშაძის შემოხაზვისას, რომ აბსოლუტურ სიბინძურეს, გადანაწილებული სიბინძურე ჯობია. “დაყავი და იბატონე” – რავი… თვითტრეინინგით ვარ დაკავებული დილიდან, რომ ვიცი რაც უნდა შემოვხაზო რამდენიმე დღეში.

სალომე რომ კაცი ყოფილიყო, მის პირად ცხოვრებაზე ასეთივე ენთუზიაზმით მისი ბინძური ოპონენტი არ იჭორავებდა იმ საზოგადოებაში, სადაც ქალის ღალატია მხოლოდ პრობლემა. კაცს მთავარია "ცოლი არ გეექცეს".

Gepostet von Tamara Chergoleishvili am Donnerstag, 22. November 2018

"მაგას ცოლი გეექცა" ახალ ხარისხში ავიდა – ეს გამწარებული ქალი ნაციონალური არხის დირექტორი არ ყოფილა. თავს იმით თუ…

Gepostet von Tamara Chergoleishvili am Donnerstag, 22. November 2018

 

იტვირთბა....