“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს.
მისივე თქმით, ფოტორეპორტიორების პროცესზე მისი მისვლა საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება.
„სოლიდარობა არის ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია. საზოგადოებაში სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოება ვერ შედგება. დღეს სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე უფრო სჭირდება ამ ქვეყანას, რათა დავწყნარდეთ და მშვიდობა დავიბრუნოთ. ეს არის სიმბოლური დღე. რაც დღეს წყდება, იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრებაა.
სხვა კითხვებს არ ვპასუხობ. ერთ რამეს დავამატებ. მე აქ ვარ არა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ვარ როგორც მომავალი პრეზიდენტი. სამართლიანობის აღდგენის საკითხები იქნება ჩემი ერთ-ერთი ვალი ქვეყნის მიმართ და სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ფოტორეპორტიორების პროცესზე დასასწრებად მივიდა.