2010 წლის 18 აგვისტოს, ბორჯომში სამართალდამცავების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის რევაზ არუცევის დედა სააგენტო „კვირასთან“ შვილის გარდაცვალების დეტალებს იხსენებს:
“რეზოს 2005 წელს სილამაზის სალონში პოლიციის მაღალჩინოსან კახა ლეგაშვილთან შელაპარაკება მოუვიდა, ეს ვერ აპატიეს ჩემს შვილს და 5 წლის განმავლობაში მასზე უკანონო დევნა ხორციელდებოდა. რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც, თუმცა, ეს არ აკმარეს და იმდროინდელმა პოლიციის უფროსმა მამუკა ხვედელიანმა პირადად დაგეგმა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია“, – აცხადებს მზია არუცევი.
არუცევის განცხადებით, მის შვილს 12 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის სამი ნატყვიარი – სახის არეში.
შვილმკვდარი დედის თქმით, შემზარავი მკვლელობის ფაქტის ფიგურანტი პირები დღეს საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები და ბორჯომელებს ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
kvira.ge