ახალი ამბები მთავარი ციტატა

უსუფაშვილი – ხალხო, სადამდე მივდივართ, საპრეზიდენტო არჩევნებში შვილების დებატებზე ვსაუბრობთ

“დღეს ვიხილეთ ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი – შვილი შვილს დებატებში იწვევს. საკუთარი შვილის აქამდე მიყვანა, ვისაც შვილი მიყავს ან “პიარშიკის”.. ხალხო, სადამდე და სად მივდივართ, საპრეზიდენტო არჩევნებში შვილების დებატებზე ვსაუბრობთ. დავუშვათ ვაშაძეზე და ზურაბიშვილზე უარესი მხოლოდ უსუფაშვილი დადის ამ ქვეყანაზე. რა შუაშია, ხალხო აქ შვილები. ესაა ევროპა და საქართველო? აქამდე როგორ მივიყვანეთ საქმე?”, – ასე ეხმაურება “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი თოქ-შოუ “360 გრადუსში” სალომე ზურაბიშვილის შვილის თეიმურაზ გორჯესტანის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს.

იტვირთბა....