ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი: “შვილები “ვეფხისტყაოსნის” იდეალებზე გავზარდე”

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო ფასიან პოლიტიკურ ვიოდეორგოლში ამბობს, რომ ქალი ძლიერი ვერ იქნება ძლიერი მამაკაცის გარეშე და პირიქით.

ქალი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს, რაც ამ ბოლო წლების მანძილზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მძიმე წლებში ქალებს მოუწიათ საკუთარ თავზე ბევრი ისეთი ფუნქციის აღება, რომელიც მათ ადრე არ ჰქონდათ. ქალებმა, მამაკაცებთან ერთად, იბრძოლეს ოჯახების გადასარჩენად. ქალი ძლიერი ვერ იქნება ძლიერი მამაკაცის გარეშე და პირიქით. მე ორი შვილი მყავს, ვაჟი და გოგო, ორივე ერთნაირად მიყვარს და ორივეს ერთსა და იმავე პასუხისმგებლობას ვაკისრებს. მე ისინი „ვეფხისტყაოსნის“  იდეალებზე გავზარდე”, – ამბობს ზურაბიშვილი წინასაარჩევნო ვიოდეორგოლში.

იტვირთბა....