ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაცის “თელასი” ავრცელებს.

“საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, V კვარტლების, პოლიტკოვსკაიას და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....