დიაგნოზის თვალსაზრისით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა.
უმძიმესი სურათია, რასაც თავის სახელს სპეციალისტები დაარქმევენ. ეს ყველაფერი პოლიტიკურად აღარ ითარგმნება, რადგან ადამიანი მომსახურების სივრციდან გასულია და არ ეკითხება, რას ლაპარაკობს, რას ბოდავს, რას მიედ-მოედება. სერიოზულობის სივრცეში აღარ ექცევა. რომ წარმოვიდგენ, ეს ადამიანი ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე მართავდა და თავისი ბოდვებით უბედურ წლებს გვახსენებს, მართლა უბედური საქართველო. მისი ბოდვის საფეხური არაფერს ექვემდებარება. ვინაიდან, მას განსაკუთრებული ლტოლვა აქვს, ბიუჯეტის ფულით პირადი ნივთები შეიძინოს, ჩემი ძმის ერთ-ერთ პიჯაკს საქველმოქმედო აქციით გავუგზავნი და გაახსენდება, რომ ეს ის ძმაა, რომლიც ერთი წელი ციხეში უდანაშაულოდ გამოკეტა და მძევლად ჰყავდა. მართლა პიჯაკების საქმე კი არ არსებობს, მას სასამართლო საბიუჯეტო თანხებიდან რვა მილიონის გაფლანგვას ედავება. ქვეყანა მიწასთან გაასწორა, ადამიანებს ძალისმიერი მეთოდებით უკანასკნელი სარჩო მიატანინა და დღეს იქედან გმოგვძღვრავს“ – განაცხადა ბესელიამ.